Cisco Certified Network Associate

Cisco–ს აკადემიის CCNA (Cisco Certified Network Associate) კურსი წარმოადგენს საწყისს და საბაზო კურსს, რომელიც შეასწავლის სტუდენტებს მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და მართვის საკითხებს. აღნიშნული კურსი მოიცავს როგორც თეორიულ საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებისთვის, ასევე პრაქტიკულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ადმინისტრატორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად შესრულებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესაძენად.


აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ CCNA გამოცდის ჩაბარება Cisco-ს საერთაშორისო CCNA სერტიფიკატის მისაღებად. საერთაშორისო გამოცდის ჩასაბარებლად აკადემია გასცემს 60% ფასდაკლების ვაუჩერს.